06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
კალინოვკაში აფეთქება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს - კურტ ვოკერი

ქალაქ კალინოვკაში მომხდარი მასშტაბური აფეთქება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს. განცხადება ამის შესახებ ვაშინგტონის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

კურტ ვოკერის თქმით, თეთრი სახლი იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.

ამ დროისთვის კალინოვკაში ერთჯერადი აფეთქებები მეორდება, რაც თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიდევ რამდენიმე დღეს გაგარძელდება. ადგილზე ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, კვლავ მუშაობს სახანძრო ავიაცია.

მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს უკვე დაუბრუნდა.

დღის ამბები