06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ბანგლადეშის სანაპიროსთან უბედურ შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ბანგლადეშის სანაპიროსთან. გემი, რომელსაც ერთ-ერთი დევნილი ეთნიკური ჯგუფის - როხინჯას 130 წარმომადგენელი მიანმარიდან ბანგლადეშში გადაჰყავდა, სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაბრუნდა.

დაღუპულებს შორის უმრავლესობა ბავშვია. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ბანგლადეშში უკვე 400 ათასზე მეტი მიანმარიდან დევნილი იმყოფება.

დღის ამბები