06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი კვლავ დაკავებულია. ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში დააპატიმრეს. ის ნიჟნინოვგოროდში გამგზავრებას და აქციის ჩატარებას აპირებდა, რომელზეც მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ოპოზიციის ლიდერი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ალექსეი ნავალნის თქმით, დაკავების მიზეზი სამართალდამცველებს არ განუმარტავთ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის მოწოდებისთვის დააპატიმრეს.

ალექსეი ნავალნი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

დღის ამბები