06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მინისტრი, თომას პრაისი, თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს და აქცენტს მიერ მიერ, კომერციული რეისების ნაცვლად, კერძო თვითმფრინავის გამოყენებისთვის გამოთქმულ კრიტიკაზე აკეთებს. 

პრაისის აღნიშნული ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით 400 ათასი დოლარი იზარალა. საუბარია, სულ მცირე, 26 შემთხვევაზე. 

მინისტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს შემოწმებები მოჰყვა. პრაისმა სკანდალის მიჩქმალვა სცადა და დახარჯული თანხის ნაწილი ხაზინაში დააბრუნა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდი ტრამპის თქმით, ის საკუთარი გუნდის წევრის და „შესანიშნავი ადამიანის“ წასვლით „უკმაყოფილოა“.

დღის ამბები