06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ალექსეი ნავალნი პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. ის პოლიციის განყოფილებაში 10 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს.

მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურში კი დაადასტურეს, რომ ნავალნის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ „რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს მოსკოვის სამმართველოს თანამშრომლებმა ალექსეი ნავალნიზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლი შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების ორგანიზაციის ან ჩატარების დადგენილი წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს“.

გუშინ დილით ალექსეი ნავალნი არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისკენ მრავალჯერადი მოწოდებისთვის საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს.

დღის ამბები