06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
უკრაინა რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარის განთავსებაში ადანაშაულებს

უკრაინა რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე ჯარის განთავსებაში ადანაშაულებს.

განცხადება სააგენტო „როიტერსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

ვიქტორ მუჟენკოს თქმით, ერთობლივი წვრთნის "ზაპად 2017"-ის დასრულების შემდეგ რუსეთს არმიის ქვედანაყოფები და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიიდან არ გაუყვანია.

უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსეთში მხოლოდ რამდენიმე დანაყოფი და ავიაცია დაბრუნდა.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლება ორი ქვეყნის პოლიგონებზე 14-დან 20 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და მასში, ოფიციალური მონაცემებით, 12 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. 

დღის ამბები