06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი კუბიდან დიპლომატიურ პერსონალს იწვევს

ოფიციალური ვაშინგტონი კუბიდან დიპლომატიურ პერსონალს იწვევს. ჰავანას შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლების 60% დატოვებს. მიზეზი ე.წ. აკუსტიკური თავდასხმები გახდა, რომლის შედეგადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 20-ზე მეტ დიპლომატს შეექმნა.

ჰავანაში ამერიკის ვიზების გაცემაც  გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს კუბაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან რამდენიმე მსგავსი თავდასხმა სასტუმროშიც მოხდა. 

დღის ამბები