06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე იაპონელმა დიზაიერმა, ისეი მიიაკემ, ახალი კოლექცია წარადგინა

პარიზში მაღალი მოდის კვირეული გრძელდება. ამჯერად 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მოდის მიმდევრებს ცნობილი იაპონელი დიზაიერის, ისეი მიიაკეს, მოდის სახლმა წარუდგინა.

ახალ კოსტიუმებზე მუშაობის დროს დიზაინერის შთაგონების წყარო ისლანდიაში მოგზაურობა და ქვეყნის პეიზაჟები გახდა.

დეფილეს სახელწოდებაც სიმბოლური იყო და მას "მოგონებების ნაწილი" ერქვა. ახალ კოლექციაში ძირითადად ასიმეტრიული ფორმისა და თავისუფალი სტილის კაბები ჭარბობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები