06 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა, მოკავშირეებთან ერთად, ISIS-ის მასშტაბური იერიში მოიგერიეს

სირიის სამთავრობო ძალებმა, მოკავშირეებთან ერთად, ისლამური სახელმწიფოს მასშტაბური იერიში მოიგერიეს.

ასადის არმია და ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები ერთმანეთს პალმირისა და დეირ ალ ზორის დამაკავშირებელ მაგისტრალზე დაუპირისპირდნენ, რომელიც ალყაში მოქცეული ქალაქის მომარაგების მთავარი გზაა.

თითქმის, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ ისლამისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს.

იერიში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ისლამური სახელმწიფოს პირველი კონტრშეტევა იყო. 

დღის ამბები