06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ორგანიზაცია "თეთრ ჩაფხუტებს" შესაძლოა, ნობელის პრემია მიანიჭონ

ორგანიზაცია თეთრ ჩაფხუტებს, რომლის მოხალისეებიც სირიის კონფლიქტის პერიოდში სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭონ.

ნობელის კომიტეტი 2017 წლის ლაურეატს ოსლოში 6 ოქტომბერს დაასახელებს. პრესტიჟულ პრემიაზე წელს 318 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის 215 ადამიანი და 103 ორგანიზაცია.

კანდიდატებს შორის არიან 24 წლის იეზიდი ქალი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ტყვეობას გადაურჩა, ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომის პაპი ფრანცისკე და შეერთებული შტატების სპეცსამსახურის ყოფილი აგენტი ედვარდ სნოუდენი.

გამარჯვებულს 9 მილიონი შვედური კრონით 10 დეკემბერს დააჯილდოვებენ.

დღის ამბები