06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
კატალონიაში რეფერენდუმისთვის მოწყობილი საარჩევნო უბნები პოლიციამ ალყაში მოაქცია

ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში რეფერენდუმისთვის მოწყობილი საარჩევნო უბნები ალყაში მოაქცია. სამართალდამცველებმა რეგიონის მთავარი სატელეკომუნიკაციო ცენტრიც დაიკავეს.

ბარსელონის ქუჩებში კი რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეები გამოვიდნენ, რომლებიც ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მათ ოპონენტები დაუპირისპირდნენ, თუმცა მასშტაბური შეტაკებები არ მომხდარა. ისინი პოლიციელებმა გააშველეს.

კატალონიის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ისტორიის შეცვლას დაჰპირდა. ესპანეთის ხელისუფლება კი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და აცხადებს, რომ ხვალ პლებისციტი არ ჩატარდება.

 

დღის ამბები