კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შს მინისტრს სახალო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება გიორგი მღებრიშვილის განცხადებას, სადაც ომბუდსმენის აპარატთან მიმართებით მინისტრმა არაკორექტული ლექსიკა გამოიყენა. საუბარია უჩა ნანუაშვილის განცხადებაზე, სადაც საუბარი იყო სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულის სავარაუდო წამების შესახებ.
ორგანიზაციების პოზიციით, მსგავსი განცხადებების ნაცვლად, სახელმწიფომ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოსაძიებლად ეფექტური მექანიზმი უნდა შექმნას.
„როდესაც პოლიციის განყოფილებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არის საუბარი, მათ შორის ერთგვარ მზარდ ტენდენციებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საუბრობდეს ამ პრობლემის სისტემურ მოგვარებაზე, ვისმენთ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან განცხადებას, რომელიც ემსახურება სახალხო დამცველის საქმიანობის დისკრედიტაციას.
"შევახსენებთ ხელისუფლებას, რომე ქვეყანაში შესაქმნელია დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.