ანბანის 33 ასო და ამდენივე ეროვნული ფენომენი, რომელიც ქვეყნის ისტორიას და კულტურას უნიკალურად აქცევს, ერთ ანიმაციურ ვიდეორგოლში გაერთიანდა.
გეოგრაფიული ადგილები, მოვლენები, კულტურული მახასიათებლები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები და სიტყვები, რომელიც ქართულად განსაკუთრებულად ჟღერს. ანიმაციურ ვიდეო რგოლის და უნიკალური ქართული ანბანის ახალი გამოსახულება სარეკლამო კომპანია "მეტრომ" ქართველ არტისტებთან და ავტორებთან ერთად შემქნა.
"ანბანით მოთხრობილი საქართველო" - ამ სლოგანს და ახალ ანიმაციურ ვიდეორგოლს ქართული მხარე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში პირველად რამოდენიმე დღეში წარადგენს და 2018 წლის საპატიო სტუმრის სტატუსს ოფიციალურად ბაზრობის პრეზიდენტისგან მიიღებს.