გონიოში, ერთ-ერთ ღამის კლუბში შელაპარაკება ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრით დასრულდა. გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი, თვითმხილველებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, ახალგაზრდა გულის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პაციენტი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.