როგორ ხორციელდება კონტროლი სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე - საპოლიციო კონტროლის შესახებ კვლევა EMC-მ ჩაატარა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ ამბობენ, რომ საპოლიციო კონტროლის, როგორც შიდა ასევე გარე მექანიზმი არაეფექტურია. მათი თქმით, ეს ეხება სასამართლო პროცესებსა და გენინსპექციის ქმედებებს.
კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია რეიდების კანონდარღვევით ჩატარებაზეც.
არასამთავრობო ორგანიზაციაში გენერალურ ინსპექციაში რეფორმის გატარებისა და დამოუკიდებელი უწყების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს შეისწავლის. კვლევის დეტალები დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
„ბევრი დანაყოფი არ არის აღჭურვილი სამხრე ვიდეო კამერებით, ბევრ შემთხვევაში არ ხდება ოქმის თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტების წარმოება, მოქალაქეებს უჭირთ პოლიციასთან კონტაქტის დადასტურება და მათი უფლებების დარღვევის ფაქტების მტკიცება, რაც რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის ამ მიმართულებით,“-აცხადებს სოფო ვერძეული.