სინოდის სხდომა დასრულდა. მღვდელმთავრებს ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრები საპატრიარქოში დაახლოებით 2 საათის წინ შეიკრიბნენ. მოულოდნელად დანიშნული სხდომის განსახილველი საკითხები გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მეუფე პეტრემ საპატრიარქოს შენობაში შესვლამდე არ გამორიცხა, რომ სინოდის წევრებს მისთვის სასჯელის დადების საკითხი განეხილათ.
ე.წ. ციანიდის საქმის დასრულების შემდეგ, ეს სინოდის პირველი სხდომა იყო.