18 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"საშიში სიტუაციაა" - სპეციალისტები აზიური ფაროსანას კიდევ უფრო გავრცელებას ვარაუდობენ

სპეციალისტების შეფასებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მწერს ბუნებრივი მტრები არ ჰყავს და გაზაფხულზე მისი კიდევ უფრო გავრცელებაა მოსალოდნელი.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ამბობენ, რომ ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს, რათა მწერი განადგურდეს.

„ყველა ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, იმიტომ რომ ძალიან საშიში სიტუაციაა შექმნილი. აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა,“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, წინა წლებში, როცა აზიური ფაროსანას მცირე რაოდენობა იყო გავრცელებული, შესაბამისი ღონისძიებები რომ გატარებულიყო, იქნებ მწერი ფართოდ არ გავრცელებულიყო, გურამ ალექსიძემ უპასუხა, რომ  ღონისძიებების გატარება სისტემატურად არის საჭირო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები