18 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიებში ნეპოტიზმის ფაქტები - "კურიერმა" დოკუმენტები მოიპოვა

ნეპოტიზმის კონკრეტული ფაქტები საოლქო საარჩევნო კომისიებში - „კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ერთმანეთის ოჯახის წევრებს ასაქმებენ.

სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ეკა მოდებაძეს არ სურს საუბარი, ვინ და რა დამსახურებისთვის დაასაქმა მისი შვილი საარჩევნო ადმინისტრაციებში. ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ დაასაქმა გლდანის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მეუღლე თავის უწყებაში.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ეს მაინც არასაკმარისად მიიჩნია და გადამღებ ჯგუფს კაბინეტი დაატოვებინა.

სამგორის ოლქში, იურისტად მუშაობს ეკატერინე ჩაფიჩაძე, სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე სოსო ღურწკაია საქალაქო სასამართლოში 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლედ აირჩიეს. ოლქის პარალელურად, ჩაფიჩაძე დამატებით ანაზღაურებას ცესკოსა და თავდაცვის სამინისტროს სსიპ-ებიდანაც იღებს, სადაც ტრენერად და მთავარ იურისტად არის გაფორმებული.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ცესკო-ში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საოლქო კომისიები, ნეპოტიზმისა და პოლიტიკური კორუფციის ნიშნებია.

სამგორის საოლქო კომისიაში შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს, მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებისთვის საოლქო კომისიის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

დღის ამბები