„მე თქვენ გიცნობთ როგორც ინტელექტუალ ქალბატონს და დღეს, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ისე საუბრობთ,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატებმა, კახი კალაძემ ელენე ხოშტარიას.
კახი კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატები თავიანთ გამოსვლებში ძირითადად მასზე საუბრობენ და არა საკუთარ საარჩევნო პროგრამებზე.
თბილისის მერობის კანდიდატები გადაცემაში „არჩევანი“ თბილისში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრობენ.
ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სოციალურად დაუცველებს ყურადღებას არ აქცევს და სოციალური დახმარება, ხოშტარიას თქმით, ზოგიერთ ოჯახს უმიზეზოდ მოეხსნა.