18 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
საარჩევნო უბნებზე პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა

საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. საკუთარი არჩევანი  უკვე გააკეთა პირველმა ამომრჩეველმაც. 

ერთ-ერთი ასეთი უბანი ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე 47-ე სკოლაშია, სადაც მეექვსე საარჩევნო უბანია განთავსებული.  პირველმა ამომრჩეველმა ამ უბანზე უკვე  გააკეთა საკუთარი არჩევანი.

„ჩემი მიზანია რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ქართველ ხალხს. არჩევანი გაკეთებული მაქვს და იმედიც მაქვს ძალიან დიდი,“-განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა იზოლდა ბუაჩიძემ.

 მე-6 საარჩევნო უბანზე სულ 1455 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნები ჩატარებულად ითვლება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ერთი ადამიანი მაინც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.

დღის ამბები