18 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
უფლებადამცველთა ასოციაციის დაკავებული წევრი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება

სასამართლოს წინაშე წარსდგება რამდენიმე საათში უფლებადამცველთა ასოციაციის დაკავებული წევრი. მიხეილ კაჭკაჭიშვილმა პარლამენტთან 33 წლის მამაკაცის გარდაცვალებით დასრულებული დაკავების ღონისძიება გააპროტესტა და აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, გზის გადაკეტვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, უფლებადამცველს ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედავებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მორიგ საპროტესტო აქციას დღეს პროკურატურასთან გამართავენ.

დღის ამბები