საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა იყო. პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
ინიციატივა მოიცავდა ნატოს პროცედურებისა და დაგეგმვის პროცესის დანერგვას ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებით, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებს.