18 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაკარგავს კერძო დაზღვევას, საშუალება ექნება კვლავ სახელმწიფო დაზღვევაში ჩაერთოს

საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაკარგავს კერძო დაზღვევას, საშუალება ექნება კვლავ სახელმწიფო დაზღვევაში ჩაერთოს - ეს განცხადება დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება სადაზღვევო ბაზების განახლება და კერძო დაზღვევის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ პაკეტში ხელახლა ჩართვა.

მთავრობის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა.

დღის ამბები