ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.
საღამოზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოსა და ესტონეთის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
პრეზინდენტებმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველია.
„მე-19 საუკუნის 60-ან წლებში ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. სამწუხაროდ დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამშობლოსთვის თავგანწირვა, კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისთვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ურთულესი განვვლეთ და დღეს ვაძლიერებთ ერთმანეთს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.