თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. სამოქალქო სექტორი კერსტი კალიუ-ლაიდს არჩევნებთან შედეგებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.
შეხვედრაზე განიხილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. კერძოდ ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
სამოქალაქო სექტორი ყურადღებას საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერაზეც გაამახვილებს ყურადღებას.
„საუბარი შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ევროპულ ინტეგრაციას. ძალიან მალე მოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და აქ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია,“-განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. გამიართება ბიზნესფორუმი, რომელსაც ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.