20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას - პრეზიდენტი ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს გმობს საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს.  

„უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს,“-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები