20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ეს მუხლი გათვლილია სატელიტი პარტიებისთვის ბიუჯეტიდან მაღარიჩის საკისრებლად" - ნათელაშვილი ჟორჟოლიანის ინიციატივაზე

არასაპარლამენტო ოპოზიცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.

საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ მაჟორიტარული წესით არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში საკუთარ ფრაქციას შექმნიან.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ხელისუფლება სატელიტი პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცდილობს.  

„ეს მუხლი გათვლილია ამ წუთისთვის სატელიტი პოლიტიკური პარტიებისთვის ბიუჯეტიდან მაღარიჩის საკისრებლად. ივანიშვილი უკვე თავის ქისას ისე უფრთხილდება, რომ მონებსაც აღარ აფინანსებს და ეს უნდა ხალხის ხარჯზე გააკეთოს. მხედველობაშია "სოცდეკები", "მწვანეები", "კონსერვატორები" და უკვე კვალიფიციურ სტატუს დაკარგული მრეწველები, რომელთა ლიდერებმა ტყემალაძე-თოფაძემ, ისედაც პოლიტ-ბიზნეს აფერისტული საქმიანობით მილიარდზე მეტი ააფცქვნას ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს ხალხს. არ გაძღა მათი მუცელი,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა კი ფირქობს, რომ ინიციატივა ჯილდოსთან ერთად, არის გარკვეული ავანსიც და სატელიტი პარტიები მოგვიანებით მიიღებენ კონკრეტულ დავალებებს.

პოლიტიკურ კორუფციად აფასებს გია ჟორჟოლიანის ინიციატივას პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

„მარტივი გზა ყოფილა თურმე, შექმენი ერთ კაციანი პარტია, დაუმეგობრდი "ქართულ ოცნებას", შეიყვანე ეს ადამაინი როგორმე პარლამენტში. მერე შეგიქმნიან ხელოვნურ ფრაქციას და მოგცემენ ბიუჯეტიდან ფულს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები