20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება - სამოქალაქო სექტორი ინიციატივას აკრიტიკებს 

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ მესამე სექტორში.

არასამთავრობო ორგანიზაციებში საკანონმდებლო წინადადებას მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ და წინა მოწვევის პარლამენტში ერთი დეპუტატის ხარჯზე მრეწველებისთვის 300 ათასი ლარის გამყოფას იხსენებენ.

„საბიუჯეტო დაფინანსება მიბმული უნდა იყოს პარტიის არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგთან. ფრაქციის შექმნა მიბმული არ არის არჩევნების შედეგთან. მით უმეტეს პრობლემურად მიგვაჩნია თუ 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ფრაქციას შექმნის, ასეთი ფრაქციის შექმნისთვის კიდევ დამატებითი დაფინანსება. აქ პრობლემაა ის, რომ ჯერ ერთ არათანაბარ მდგომარეობაში დგება სხვა პარტიებთან, რომლებმაც შესაძლოა უფრო მეტი შედეგი აჩვენეს,“-აცხადებს ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი იურისტი გიგი ჩიხლაძე.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის, მაგრამ არა პარტია „ქართული ოცნების“ წევრები სიმონ ნოზაძე და გია ჟორჟოლიანი არიან, ბიუჯეტის ფულის მოსაპოვებლად 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის, საკმარისია პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია ჰყავდეს პარლამენტში, რომ სახელმწიფოსგან ფულს მიიღებს.

დღის ამბები