20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"სწორედ ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას, გაუპატიურებას"-სოფო კილაძე მეგის ქარდავას დაკავებას ეხმაურება 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში, მეგის ქარდავას დაკავებას გამოეხმაურნენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ბევრი კითხვები არსებობს ქარდავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის არაერთ საქმესთან მიმართებაში.

„მეგის ქარდავას მიმართ არის არაერთ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს მხრიდან და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში ბობოქრობდა სწორედ ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას, გაუპატიურებას და სხვა უამრავ საშინელებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცით, მიდის ექსტრადიციის პროცედურები,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები