საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 83 მომხრით შექმნილია. კენჭისყრა პარლამენტის სესიაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა 10 წევრით განისაზღვრა. მის შემადგენლობაში იქნებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, თამარ ჩუგოშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ირმა ინაშვილი, ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტუღუში, თორნიკე ჭეიშვილი.
კომისიის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.