20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს

ქართველი და უკრაინელი იურისტები მეგის ქარდავას შესაძლო ექსტრადირების ფაქტს ეხმაურებიან. მეგის ქარდავას 50 დღიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და დაკავებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

იურისტის, მაქსიმ ნიკოლაენკოს განცხადებით, საექსტრადიციო პატიმრობა ორთვიანია, თუმცა, საქმის განხილვამდე მსჯელობა შეიძლება, ერთი წელიც გაგრძელდეს.

„საექსტრადიციო პატიმრობა პირველად 2 თვიანია. თუმცა, შესაძლებელია, საკითხის განხილვამდე მსჯელობა ერთი წელიც გაგრძელდეს. ყოველთვიურად ხდება საქმის გადახედვა. კანონმდებლობით არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პირის ექსტრადირება არ მოხდება. ერთი, თუ დაკავებულს მოთხოვნილი აქვს თავშესაფარი და აქვს ლტოლვილის სტატუსი. ან თუ დაამტკიცებს პირი, რომ მის ქვეყანაში მის ჯამრთელობას საფრთხე ემუქრება. ასევე, თუ სასამართლოს დაარწმუნებს იმაში, რომ ის საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურად ან რელიგიურად იდევნება,“ - აცხადებს მაქსიმ ნიკოლაენკო.

ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარუდგინოს უკრაინულ მხარეს შუამდგომლობა, თუ რომელ საქმეზე ითხოვს ექსტრადირებას, რის შემდეგაც სასამართლო განიხილავს ექსტრადირების საკითხს.

„ამ ყველაფერს აჩერებს მისი მიმართვა ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, ის თუ გადაწყვეტს, რომ მიმართოს ლტოლვილის სტატუსზე და მე იმედი მაქვს, რომ ასე მოიქცევა, ვინაიდან, ამის ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ სწორედ მეგის ქარდავა ჩვენი ქვეყნიდან პოლიტიკურად იდევნება და ყველა ის საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ჯერ მარტო ერთი საქმეა ამისთვის საკმარისი და ამის დადასტურება, რომ ეს ადამიანი იძებნება დუმბაძის მკვლელობისთვის, რომელიც სწორედ რუსეთის დაკვეთით არის შესრულებული საქართველოში და გამოძიებული. ეს ყველაფერი საფუძველია იმისთვის, რომ უკრაინაში მან მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. 

დღის ამბები