20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ფარული აუდიენცია საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხზე - სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობა არ ხმაურდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეა მიწვეული.

რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ილარიონ ალფეევმა პატრიარქთან აუდიენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზეც ისაუბრა.

საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ გავრცელებული შეხვედრის ამსახველი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ორი ქვეყნის პატრიარქს სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები აქვთ დაწყებული. სამუშაო ჯგუფმა დაპირისპირებული აფხაზი სასულიერო პირების შერიგების თემაზე უნდა იმუშაოს.

სპეციალური ჯგუფის შემადგენლობიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მეუფე გრიგოლის წარმომადგენლობაა ცნობილი. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა აფხაზეთთან მჭიდრო კავშირების გამო შეარჩიეს.

ფარული აუდიენცია საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხზე უკვე გახდა თეოლოგების განხილვის საგანი. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ საპატრიარქომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებიდან დამარცხებული გამოვა.

რუსულ-ქართული ეკლესიების ერთობლივი კომისია, სავარაუდოდ, 6 კაციანი იქნება. ვიდრე მხარეები ოფიციალურ აუდიენციას გამართავენ, მანამდე ჯერ პირველი პირების შეხვედრა დეკემბერშია დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები