ეროვნული ვალუტა თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღიდან, ყოველ დღე უფასურდება. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2.66 ლარია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს, თითქმის 2 თეთრით, ევროსთან კი - 3 თეთრით გაუფასურდა.
არჩევნების შემდეგ, ლარის დრამატულად გაუფასურებას ოპოზიცია მთავრობის ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკას უკავშირებს, მათ შორის იმ ფულსაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის დახარჯა.
ორკვირიანი დუმილის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა პირველი კომენტარი გააკეთა. ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი გაუფასურებას მოლოდინებს უკავშირებს, ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
ლარის 15 თეთრიან გაუფასურებაში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გავლენას მმართველი გუნდი ვერ ხედავს. ექსპერტები კი, ლარის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდას ელოდებიან.
ავტორი: თამთა ჯიქია.