20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
პოლიტიკური გავლენის ზრდა საზოგადოებრივ მაუწყებელში - 29 არასამთავრობოს მოწოდება პარლამენტარებს

29 არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წევრების გავლენის გაზრდაზე საუბრობს. სამოქალაქო სექტორის ერთობლივ განცხადებაში ყურადღება ნეპოტიზმსა და საეჭვო ტენდერებზეა გამახვილებული.

არასამთავრობოები ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის არასწორ პრიორიტეტებზეც საუბრობენ. მაგალითად, გოგა ხაინდრავას კომპანია სახელდება, რომელიც დეტექტიური სერიალისთვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარს იღებს.

არასამთავრობოები საპარლამენტო უმრავლესობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების საჯარო განხილვისკენ მოუწოდებენ. თუმცა, უმრავლესობაში არ აკონკრეტებენ, მოხდება თუ არა პარლამენტში საჯარო განხილვა.

არასამთავრობოების კრიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზია GDS-დან თანამშრომლების უკონკურსოდ მასობრივ გადასვლასაც უკავშირდება.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი, უმრავლესობის მხრიდან საჯარო განხილვას არ ელოდებიან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამე სექტორის კრიტიკას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები