18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის ერთობლივ მუშობას იწყებენ

საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოგვარებისთვის ერთობლივ მუშობას იწყებენ. ინფორმაცია წალკის მიტროპოლიტმა დაადასტურა.

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადბით, პირველ ეტაპზე იგეგმება აფხაზეთში ჩასვლა და მრევლთან შეხვედრა, მისი თქმით, რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონში ქართულ იურისდიქციას აღიარებს.

"აფხაზეთი არის ღია ჭრილობა და ყველას ტკივა გული ან ხორციელი ან სულიერი გული, ჭირდება ექიმი. მე ვარ კარდიოლოგი და პატრიარქის ლოდვა-კურთხევით შევუდგებით ამ საქმეს. ვფიქრობ, კარგი იქნება ჩავიდეთ, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ. პირველი შედეგი ეს იქნება,“ - აცხადებს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია. 

გრიგორი კაცია ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, ვინც საქართველო-რუსეთის ერთობლივი სამუშო ჯგუფის წევრად ივარაუდება. მისი ჩართვის მიზანშეწონილობაზე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევთან შეხვედრაზე საქართვლოს კათალიკოს პატრიარქმა განაცხადა.

დღის ამბები