უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შემუშავებული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ განხილვა 7 ნოემბრის სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტი არეგულირებს პრეზიდენტის საქმიანობას და კანონის დარღვევის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მექანიზმებს. ავტორმა მისი შინაარსი რადას შენობის წინ კარვების კალაქში შეკრებილებს გააცნო, სადაც ამ დრომდე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარლამენტს პრეზიდენტის კანონიერი გზებით შეცვლის ინსტრუმენტი ექნება.
„ხელისუფლების ცვლილება კანონიერად უნდა მოხდეს. მაგრამ თუ არ არსებობს შესაბამისი კანონი, ეს ვერ მოხდება. ამიტომ, უკვე წარვადგინეთ კანონპროექტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მოქმედ პარლამენტს თუ არა, შემდეგს მაინც უნდა მოვცეთ პრეზიდენტის გადაყენების კანონიერი ინსტრუმენტი," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბარში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა.
"არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პრიცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. თუ კი პოროშენკო ჩემს საქართვლოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს. შემდეგ კი ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ. ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება," - აღნიშნა სააკაშვილმა.