20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ეკონომიკურ პოლიტიკას ამას ვერ დავუკავშირებდი - რომან კაკულია ლარის გაუფასურებაზე 

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას არ უკავშირებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

რომან კაკულია ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ორგანო საზოგადოებას შექმნილ ვითარებაზე ადეკვატურ და გასაგებ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს.

„ეკონომიკურ პოლიტიკას ამას მე ვერ დავუკავშირებდი. ეროვნული ბანკი, რომელიც ყველა ტენდენციის სურათის მაქსიმალური მფლობელია, რომელზეც შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს წვდომა, ამ ინფორმაციაზე, რომ ის აკეთებდეს ხოლმე უფრო ადეკვატურ და საზოგადოებისთვის გასაგებ ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში, რომ გამორიცხავდეს მაინც იმ შესაძლო მოქმედებებს საბანკო სექტორში, რომელსაც ჩვენ ვიზუალურად ვერ ვახდენთ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები