საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ ერთობლივ საჩივარს, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. საუბარია საჩივარზე, რომლითაც ოპოზიცია მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების დროს გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებას და ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდა.
„არჩევნები ჩატარდა ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში, ეს არჩევნები შედგა, არჩევნები შედგა ძალიან მაღალი წარმატებით და თუკი რაიმე სახის პრეტენზია ვინმეს მხრიდან არსებობს, არის შესაბამისი მექანიზმი გასაჩივრების. მადლობა ღმერთს, ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და შესაბამისად, საბოლოო პასუხი სწორედ იმ ორგანოს გადაწყვეტილებით უნდა ითქვას, სადაც გასაჩივრდა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორები: ნინო გაზდელიანი