პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება, სადაც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრმა დღეს დეპუტატებს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ის ლარის უფრო მეტად გაუფასურებას არ ელოდება. ქუმსიშვილი განმარტავს, რომ ლარიზაცია არის საუკეთესო გამოსავალი, რათა ეროვნული ვალუტის დამატებითი რყევები აღარ მოხდეს.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ ლარი არჩევნებამდე გამყარებული იყო, ხოლო უმოკლეს პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსმა ვარდნა დაიწყო.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ლარიზაციის გეგმის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ოპონენტების კრიტიკას უპასუხა და განმარტა, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან რაიმე ურთიერთობას.
„ლარიზაცია ნიშნავს ლარის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას. რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ ამ მოკლევადიან პერიოდში თავს. თუმცა, ზოგადად, ლარიზაცია არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ 635 მილიონი ლარი აქვთ გაცემული.
„მიპასუხეთ, დღეს თქვენ იაფი ფულის პოლიტიკას ატარებთ ეროვნულ ბანკთან ერთად თუ ძვირი ფულის პოლიტიკას?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაზეც დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული თანხა დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში უნდა განთავსდეს.