თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილმა, ჯეიხუნ ჩოიდაროვმა პირველი განცხადება გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრი, რომელიც სისხლიანი გარჩევის შემდევ კლინიკაში უმძიმესი ჭრილობებით გადაიყვანეს, ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული თავდასხმა.
სისხლიანი გარჩევის უკან პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე ჯეიხუნ ჩოიდაროვმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფს უამბო, რომელმაც აუდიოჩანაწერი „კურიერს“ გადასცა.
საავადმყოფოს თანამშრომლები, სადაც დაჭრილი ჩოიდაროვი გააიყვანეს, „კურიერს“ უყვებიან, რომ გამომძიებლებმა ექიმებს ოთახი მოამზადებინეს, სადაც "ქართული ოცნების" წევრმა, რომელიც მარნეულის საკრებულოს წევრი გახდა, პირველი ჩვენება მისცა. მან გამოძიებასთან კონკრეტული გვარებიც დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები უკვე დაკავებული არიან.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ყიზილაჯლოს წინასაარჩევნო სისხლიანი თავდასხმა მმართველი პარტიის შიდა პოლიტიკური გარჩევა იყო.