18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
ლგბტ თემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მარტვილის სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა, მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა

მარტვილის ერთ-ერთი სკოლის 15 წლის მოსწავლე ლგბტ თემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო თანატოლებს სიტყვიერ შეურაცყოფაში ადანაშაულებს. მოზარდის ინფორმაციით, უთანხმოება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე დაიწყო, სადაც მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ფეხბურთელ გურამ კაშიას სამკლაურს განიხილავდნენ. თემა მოგვიანებით ლგბტ თემის მიმართ მოზარდების დამოკიდებულების განხილვაში გადაიზარდა.

მარტვილის სკოლის მოსწავლის თქმით,  მისი პოზიციის გამო თანატოლებისგან ფიზიკური დაპირისპირების ობიექტიც გახდა. მისი განცხადებით, გაკვეთილის მერე საკუთარი აზრი მან სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა, რის გამოც ოთხმა თანასკოლელმა სკოლასთან სცემა.

ცემის შედეგად 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა. მოსწავლის აზრით, უფროსკლასელები მას სამოქალაქო განათლების პედაგოგის წაქეზებით დაუპირისპირდნენ. ამ პოზიციას მისი ნათესავებიც ეთანხმებიან. პედაგოგი მოსწავლის ნათესავების პრეტენზიებს არ იზიარებს.

ინცინდენტში მონაწილე პირები პოლიციამ უკვე გამოკითხა თუმცა, სავარაუდოდ, მომხდარზე გამოძიება აღარ გაგრძელდება, რადგან 15 წლის მოზარდის მშობლები პოლიციაში საჩივრის შეტანას არ აპირებენ. 

ავტორი: ემა გოგოხია.

 

დღის ამბები