17 ოქტომბერი 2021,   13:48
ვრცლად
ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების საჩივრები არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა - ოპოზიცია გასაჩივრებას გეგმავს

უკვე ორ საათზე მეტია ოპოზიციის საჩივრებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში განიხილავენ. ცესკო-მ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ დარღვევებზე უკვე იმსჯელა.

კომისიამ ენმ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტია თბილისის მასშტაბით მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას. ასევე, ოპოზიცური პარტია მოითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგები.

ოპოზიციური პარტია ამომრჩევლის ნების კონტროლზე ამახვილებს ყურადღებას.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ მისი პარტია სხვა პარტიებთან ერთად არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს.

ცესკო-ში დღეს ასევე განიხილეს ოპოზიციური სპექტრის ერთობლივი საჩივარი. ოპოზიციის ნაწილი რამდენიმე უბანზე ბიულეტენების გადათვლას ითხოვს.  

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული შედეგები ევროსასამართლოში გაასაჩივრონ.

„2018 წელი უნდა დაიწყოს იმით, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად და არადემოკრატიულად,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

თიანეთში დამარცხებული კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი ცესკო-მ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თუმცა, ლელა ქიტესაშვილის მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით, ცესკო-მ არ დააკმაყოფილა. 

ხდომის ბოლოს კი კომისიის წევრებმა 12 ნოემბერს 6 თვითმმართველ ერთეულში დანიშნული მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების პროცედურული საკითხები განიხილეს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები