ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ უარი უთხრა.
როგორც საია-ს იურისტი, ლევან ვეფხვაძე, აცხადებს, უარის თქმის მიზეზი წერილში იმ არგუმენტით არის გამართლებული, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს გამოკვეთილი ბრალდებული. თუმცა, მისივე თქმით, ოჯახს საქმის მასალების გაცნობის საშუალება პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე მაინც ეძლევა.
ამ ეტაპზე პავლიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც არა უგვიანეს 45 დღისა უნდა იყოს მზად.
ლევან ვეფხვაძის თქმით, მომავალ კვირაში ოჯახი საქმის მასალებს და გამოძიების მიმდინარეობას პროკურატურაში კვლავ გაეცნობა.