საქართველოში გაეროს ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებზე მომუშავე მთავრობათაშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარედ დაინიშნა.
კახა იმნაძე ჯგუფს, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელთან ერთად, უხელმძღვანელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება გაეროში 30 ოქტომბერს მიიღეს.
ნიუ იორკში გამგზავრებამდე კახა იმნაძემ საკუთარ გეგმებზე საქართველოში ისაუბრა.