20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
საქართველო დღესაც საკმაოდ სახიფათო საომარ მდგომარეობაშია - პოლიტოლოგი იური ფიოდოროვი

„ჩემი აზრით, საქართველო დღესაც საკმაოდ სახიფათო საომარ მდგომარეობაშია,“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, იური ფიოდოროვმა, გააკეთა.

მან პუტინის პოლიტიკასა და რუსეთის მეზობელი ქვეყნებისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ბრიუსელში ფიოდოროვის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც რუსეთის მომავალზეა მოთხრობილი. 

„რუსეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თქვენთან ხელისუფლებაში, თუკი ერთ დღესაც კრემლი საჭიროდ ჩათვლის საქართველოს სრულ ოკუპაციას, დღეს არსებული მდგომარეობით, რუსულ ტანკებს თბილისამდე მხოლოდ ორი საათი დასჭირდებათ. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს ქვეყნის ევროინტეგრაცია, პრობლემა არის კრემლისათვის და შესაძლოა, საბაბი გახდეს რუსეთის ძალისმიერი ქმედებებისათვის. უსაფრთხოების და თავდაცვის ერთადერთი გარანტი ნატოში გაწევრიანებაა,“ - განაცხადა იური ფიოდოროვმა.

საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტოლოგმა, ვლადიმერ ოგრიზკომაც, გააკეთა.

„თუკი რეფერენდუმის შედეგად საქართველომ მიიღო ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და არა ხელისუფლების. რუსეთის პრეტენზიები კი მომართულია იმისკენ, რომ კრემლმა ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი. ამას ახსნაც აქვს, თუკი საქართველო და უკრაინა იქნებიან წარმატებულები, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ პუტინის რეჟიმი შეუმდგარია, რადგან ის ვერ იძლევა იმას, რასაც დემოკრატია. ამის შემდგომ უკვე გაჩნდება შეკითხვა, როგორ უნდა იცხოვრო მოსკოვში,“ - განაცხადა ვლადიმერ ოგრიზკომ.

 

დღის ამბები