20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
კახა კუკავა 20 ოპოზიციური პარტიის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებას ელოდება

სასამართლოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით 20-მა ოპოზიცურმა პარტიამ უკვე მიმართა.

მათი თქმით, არჩევნების დროს მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული და შესაბამისად, აუცილებელია, გადაიხედოს ოქმები.

გუშინდელ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, კახა კუკავა აღნიშნავს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. მან მოსამართლე ივანე ღლონტი „ჯიბის მოსამართლედ“ მოიხსენია.  

კუკავას იმედი არ აქვს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო მართლაც მოითხოვს არჩევნების შედეგების გადათვლას.

„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამის. შემიძლია, ზუსტად გითხრათ გადაწყვეტილება, რას გამოაცხადებს, რომ მოსამართლე ივანე ღლონტი, თბილისის საქალაქო სასამართლო-საქართველოს სახელით ვაცხადებ, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დაეკისროს მოსარჩელე მხარეს. ამისთვის არსებობს საქართველოს სასამართლო სისტემა, რომ გამოაცხადონ ზუსტად ერთი და იგივე განცხადებები ოპოზიციის მიერ შეტანილ ყველა სარჩელზე,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

20 ოპოზიციური პარტიის სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს. ენმ კი სასამართლოს დღეს მიმართავს და ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამ სარჩელის შესახებ გადაწყვეტილება. 

დღის ამბები