ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს. იურიდიული ფირმა ებრალიძე და კომპანიის დამფუძნებლებმა საკუთარი კანდიდატი დღეს წარადგინეს.
თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით ებრალიძის, განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულება არასაკმარისად ჯანსაღია და გამარჯვების შემთხვევაში სწორედ ამის გამოსასწორებლად იმუშავებს.
„ამის მიზეზი არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობების შექმნის მცდელობა და მეორე, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის შეცვლა,“ - აცხადებს ებრალიძე.
პოსტის დაკავების შემთხვევაში ებრალიძე ადვოკატთა ასოციაციისთვის სახელის შეცვლასა და მისი პროფესიონალ იურისტთა ასოციაციად გადაკეთებას გეგმავს. არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.