20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების საერთო სარჩელი არ დაკმაყოფილდა - იგეგმება ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი ერთობლივი სარჩელით, 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს რომელიმე ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინეს, რამაც არჩევნებზე იძულებით მისვლა გამოიწვია.

ოპოზიცია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს და არაობიექტურს უწოდებს და მის გასაჩივრებს ჯერ ზემდგომ ინსტანციებში, შემდეგ კი სტრასბურგში გეგმავს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ დღესვე სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართა და თბილისის გარდა, არჩვენების შედეგების გაუქმებას, მთელი საქართველოს მასშტაბით მოითხოვს.

„სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება სხვა მიმართულებითაც. გუშინ ღამე დასრულდა შემაჯამებელი ოქმების განხილვა ცესკო-ში, რომელიც თბილისის გარდა, სხვა სარჩევნო ოლქებს ეხებოდა. აქაც შვიდი-სამის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები და ჩვენ ამას ვასაჩივრებთ სასამართლოში,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები