სასულიერო სემინარიისა და აკადემიის შენობის პირველ სართულზე რესტორანი ტრედიჩი და კაფე ღია ტერასაა განთავსებული. მეორე და მესამე სართულებზე ღვთისმეტყველებას ასწავლიან და მღვდლებს ზრდიან, პირველ სართულზე კი კაფე და რესტორანია.
რესტორნის მფლობელებმა კვების ობიექტი სარფიან ადგილზე 6 თვის წინ აამუშავეს. კურიერის ინფორმაციით, საპატრიარქომ კომერციული ობიექტი, იმ პერიოდში, ეკლესიასთან დაახლოვებულ პირებს მიაქირავა.
რესტორნის სამი მფლობელიდან ორი გავლენიანი პირია - საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, ალექსანდრე თოდუა და კათოლიკოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი.
თუ ვინ მისცა პატრიარქისა და ივანიშვილის პირად მცველებს სასულიერო სემინარიაში რესტორნის გახსნი ნებართვა, ამასთან დაკავშირებით ოხანაშვილისგან პასუხს კურიერი ამ დრომდე ელოდება.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი სატელეფონო ზიარებას არ პასუხობს.
კურიერის წყაროს ცნობით, ალექსანდრე თოდუა ახლა ანტიტერორისტული სამსახურში მუშაობს, სადაც საპატრიარქოდან ციანიდის საქმის გასაჯაროვების შემდეგ გადავიდა.
სასულიერო სემინარიაში გახსნილ რესტორანს უკვე ხუთი დღეა, ახალი მფლობელი ჰყავს. ახლა მისი მფლობელი სააქციო საზოგადოება აიდეკოა. ახალი დირექტორი ამბობს, რომ არც ოხანაშვილს და არც ალექსანდრე თოდუას ის არ იცნობს.
საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ივანიშვილისა და ილია მეორე პირად მცველებს სასულიერი სემინარიის ერთ ნაწილი იჯარით, სავარაუდოდ, მამა გიორგი მამალაძემ გადასცა.
სასულიერო სემინარიის ეზოში გახსნილი რესტორნის გარდა, ამავე კომპანიას სემინარიის წინ, სიონის ქუჩაზე ღია კაფე აქვს მოწყობილი, თუმცა, აღმოჩნდა რომ ნებართვა გაცემული არ არის.