20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
მეუფე დიმიტრის ჩამოსაშორებლად საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებში არსებობდა ჯგუფი - დეკანოზი პროკურორის პირველ მოადგილეს ასახელებს

„პროკურატურის მხრიდან ჩემგან, კონკრეტულად მამუკა ვასაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, დაკავების დღეს ითხოვდა ამ ყოველივეს,“ - ეს განცხადება მამა გიორგი მამალაძემ შაბათის კურიერთან გააკეთა.

მამა გიორგი მამალაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებში არსებობდა გავლენიანი პირების ჯგუფი, რომლებსაც მეუფე დიმიტრის ჩამოშორება სურდათ.

მამა გიორგი მამალაძე თავს იკავებს საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული პირების დასახელებისგან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, ითხოვდა მეუფე დიმიტრის დასახელებას.

დეკანოზის თქმით, მეუფე დიმიტრის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ვარაუდობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სწორედ მეუფის ჩამოსაცილებლად გააკეთეს ამ ჯგუფებმა.

„რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან, ჩემგან კონკრეტულად მამუკა ვასაძე, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე დაკავების დღეს ითხოვდა ამ ყოველივეს, ხოლო შემდგომ ის პროკურორები, რომლებიც ჩემთან საპყრობილეში შემოდიოდნენ ხოლმე,“ - განაცხადა მამა გიორგიმ.

დღის ამბები